საქართველოს Pfizer-ის ვაქცინის 1 მილიონ დოზას მიიღებს. ინფორმაცია კომპანიამ ბიზნეს ფორმულას დაუდასტურა.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებები დასრულებულია და ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე გადადიან.
“Pfizer-ი სიამოვნებით აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობასთან დასრულებულია მოლაპარაკების განხილვის ნაწილი SARS-CoV2–ის საწინააღმდეგო ერთ მილიონზე მეტი დოზა BNT162b2 ვაქცინის მოწოდებაზე. კომპანია გადადის საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების გაფორმების ნაწილზე”,- ნათქვამია ამერიკული მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანიის მიერ “ბიზნეს ფორმულასთვის” მიწოდებულ პასუხში.
ბიზნეს ფორმულასთან მიმოწერაში კომპანია არ აკონკრეტებს, როდის მიიღებს საქართველო ვაქცინას და რა ღირებულებით.