[su_quote]კვლევის შედეგები კარგია. რაც შეეხება უსაფრთხოებას, ითვლება, რომ ჩინური ვაქცინები, უსაფრთხოების კუთხით, მსოფლიოში ერთერთი საუკეთესოა და მათ აქვთ ყველაზე უფრო დაბალი რიცხვი გართულებების, ვიდრე უფრო მაღალი ეფექტიანობის მქონე ვაქცინებს. შესაძლოა, ჩინური ვაქცინები, დაცვის თვალსაზრისით, მცირედით ჩამორჩებიან წამყვან ვაქცინებს, როგორიცაა ფაიზერი, მოდერნა, ასტრაზენეკა, მაგრამ მათაც აქვთ ძალიან კარგი პროცენტი დაცვის, განსაკუთრებით მძიმე და კრიტიკულად მძიმე შემთხვევებში[/su_quote]
ეს განცხადება თენგიზ ცერცვაძემ იმედის ეთერში გააკეთა. ცნობისთვის, ორშაბათიდან, 24 მაისიდან საქართველოში მოქალაქეების ჩინური ვაქცინით, სინოვაკით აცრა დაიწყება.