ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იმნაძე: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის წინ არავითარი ანალიზის ჩატარება საჭირო არ არის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის წინ რაიმე კვლევისა და ანალიზის ჩატარება საჭირო არ არის.

„ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, არავითარი კვლევები, არავითარი ანალიზები აცრის წინ საჭირო არ არის. ვერ დამისახელებთ მსოფლიოში ვერც ერთ გაიდლაინს, ვერც ერთ პუბლიკაციას, სადაც წერია, რომ ვთქვათ, ამ ანალიზის დროს ვაქცინის გაკეთება შეიძლება და ამ ანალიზის პასუხების დროს არ შეიძლება. ამიტომ კატეგორიულად აცრის წინ ამის გაკეთება არ არის რეკომენდირებული, გაუფრთხილდით თქვენს თანხებს და ნერვებს.

ამ აცრების წინ რამე ანალიზის ჩატარება საჭირო არ არის, თუმცა ჩვეულებრივ, აცრასთან დაუკავშირებლად პერიოდულად თუ ანალიზებს გავიკეთებთ, კარგია ჩვენი ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის, მაგრამ ამის აცრებთან დაკავშირება არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს“, – თქვა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძის თქმითვე, ჩინური წარმოების სინოვაკის ვაქცინა განკუთვნილია 18 წელს ზემოთ ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისთვის.

იტვირთბა....