ახალი ამბები კულტურა მთავარი

ქართული ფილმი საერთაშორისო ფესტივალზე

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის “ანას ცხოვრება” მსოფლიო პრემიერა გოტებორგის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება. ეს სკანდინავიის ყველაზე დიდი კინო ფესტივალია, სადაც ფილმის მოხვედრა დიდი წარმატებაა. ქართული ფილმი, რომლის რეჟისორი ნინო ბასილაიაა, ასევე წარდგენილია ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში.

ფილმმა “ანას ცხოვრება” მანამდე  ეროვნული კინოცენტრის კონკურსში გაიმარჯვა.

გოტებორგის ფესტივალი 29 იანვარს გაიხსნება და 8 თებერვლამდე გაგრძელდება. გამარჯვებული ინგმარ ბერგმანის პრიზით დაჯილდოვდება.

 

 

იტვირთბა....