ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გარდაცვლილი ყაზახი გოგოს საქმის შესასწავლად ყაზახეთიდან საგამოძიებო ჯგუფი ჩამოვიდა

გარდაცვლილი ყაზახი ქალის აისელ აიტპაევას საქმის შესასწავლად საქართველოში ყაზახეთიდან საგამოძიებო ჯგუფი ჩამოვიდა. ისინი თბილისში გუშინ, 18 მაისს ჩამოფრინდნენ.

2021 წლის 5  მაისს,  თბილისში,  ბ.თ. -მ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა.ა. გააუპატიურა. ბ.თ.-ს ქმედების შედეგად,  მძიმე ფსიქო-ტრავმულ მდგომარეობაში მყოფი ა.ა. მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სამართალდამცველებმა ბ.თ. 6 მაისს  დააკავეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....