ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია, სირიაში ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქმა იოანე X-მ მიიღო. ბჟანია სირიაში შეხვედრებს მართავს.
ინფორმაციას თავად ანტიოქიის საპატრიარქო ავრცელებს, სადაც გავრცელებულ წერილში, აფხაზეთს სახელმწიფოდ, ასლან ბჟანიას კი პრეზიდენტად მოიხსენიებენ.