დღეს ღამით ისრაელის შეიარაღებული ძალები მოძრაობა ჰამასის ობიექტებზე იერიშისთვის ემზადება. ამის შესახებ BBC, jpost.com-ზე დაყრდნობით წერს.
თავდახვის პრესსპიკერის თქმით, “წინ ინტენსიური ღამე გვაქვს ახალ ლოკაციებზე”,- ამბობს ჰიდაი ზილბერმანსი.
ისრაელსა და პალესტინას შორის დაძაბულობა ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამწვავდა და ორშაბათს, 10 მაისს, როცა ღაზას სექტორის ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, პიკს მიაღწია. შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება, გარდაცვლილია ათობით და დაშავებულია ასობით ადამიანი. როგორც ისრაელის მხარე იუწყება, გარდაცვლილთა შორის არიან ჰამასის სამხედრო დაზვერვის უსაფრთხოების დეპარტამენტის ლიდერი და მისი მოადგილე.