ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გოცირიძე მერობის საერთო კანდიდატზე: მოვა დრო და ჩვენს პოზიციას გამოვთქვამთ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ნაადრევია საუბარი იმაზე, იქნება თუ არა გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის საერთო კანდიდატი თბილისის მერის თანამდებობის დასაკავებლად.

როგორც გოცირიძემ მეტრონომს უთხრა, პარტიას აღნიშნულ საკითხზე პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვს.

“ამაზე ადრეა საუბარი. ნიკა მელია მოიაზრებოდა ოპოზიციურ წრეებში თბილისის მერობის საერთო კანდიდატად, თუმცა, ოფიციალური კონსულტაციები ოპოზიციაში არ ყოფილა. ჩვენ არც ნიკა მელიას პოზიცია ვიცით ამის შესახებ და არც პარტიის. ახლა, ნაადრევია მერობის კანდიდატზე საუბარი. მოვა დრო და ჩვენს პოზიციას გამოვთქვამთ”, – განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, ზურაბ ჯაფარიძემ დღეს განაცხადა, რომ შეთავაზების შემთხვევაში ჯაფარიძე ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატი იქნება.

იტვირთბა....