გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძის თქმით, შეთავაზების შემთხვევაში თანახმაა იყოს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი თბილისის მერობის თანამდებობაზე.
“თუ შემოთავაზება იქნება თანახმა ვარ. ისედაც ვაპირებ, რომ დავდგე და თუ ერთიანი კანდიდატი იქნება, ცხადია, უკეთესია. ჯერჯერობით, რაიმე ასეთი კონსულტაცია არ ყოფილა, არ მქონია კონსულტაცია. ჩემთან პარტიაში ასეთი განწყობაა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გაყალბების მიუხედავად , ჩვენ ყველაზე პატარა დანახარჯებით თბილისში მე-3 ადგილზე გავედით.
შესაბამისად, ჩვენს პარტიას აქვს ამბიცია, რომ თბილისში ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი. გიჟი უნდა ვიყო, რომ ამაზე ვთქვა არა, ეს არ მინდა-მეთქი. რატომ არ უნდა მინდოდეს”,- ამბობს ჯაფარიძე.