თბილისის საკრებულოს წევრი ვატო შაქარიშვილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
როგორც შაქარიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, დედაქალაქში არსებულ პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით, საკუთარი ხედვები აქვს.
“მე მას შემდეგ, რაც საკრებულოში შემოვედი საბურთალოს მოსახლეობის მხარდაჭერით, ქართული ოცნების ქოლგის ქვეშ, დაახლოებით წელიწადნახევარში დავტოვე უმრავლესობა, მას შემდეგ ვაგრძელებ ძალიან აქტიურად თვითმმართველობის პროცესებში მონაწილეობას, ასევე ზოგად პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას და აქტიურობას, მაქვს ჩემი მკაფიო კრიტიკული პოზიციები იმაზე, რაც ჩემთვის მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქალაქს და ზოგადად ქვეყანას არ წაადგება. მაქვს ჩემი ხედვები ამ ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით. მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებში ნამდვილად ვაპირებ მონაწილეობის მიღებას. თუ რა ფორმით იქნება ეს, ამას შევატყობინებთ საზოგადოებას,”, – აცხადებს შაქარიშვილი.