ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაბუნია: სინოვაკით ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჩინური ვაქცინით – სინოვაკით ვაქცინაცია საქართველოში მომავალი კვირიდან დაიწყება.

როგორც იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გაბუნიამ აღნიშნა, კონკრეტულ თარიღს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დაასახელებს.

გაბუნიას თქმით, სინოვაკით ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფებს მოიცავს.

სინოვაკით ვაქცინაცია დაიწყება მომდევნო კვირიდან. სინოვაკი ელოდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას. ექსპერტების შუალური დასკვნა, რომელიც დადებითად ახასიათებს სინოვაკის შედეგებს, უკვე გამოქვეყნებულია. ვფიქრობთ, რომ ავტორიზაცია მალე იქნება”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, საქართველოში სინოვაკის 100 000 დოზაა შემოტანილი.

იტვირთბა....