ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სერგეენკო კალაძეზე: უალტერნატივო და  შეუცვლელი არავინ არის

ქართული ოცნების წევრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მმართველი პოლიტიკური გუნდი თბილისის მერობის კანდიდატს მოკლე პერიოდში დაასახელებს.

შეკითხვაზე, უნდა იყოს თუ არა  დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე, თბილისის მერობის კანდიდატი, სერგეენკო პასუხობს:

“კახი არ იყო გუშინდელ სხდომაზე, რაც არ არის მაჩვენებელი იმის, რომ ის აღარ იყრის კენჭს… მოკლე პერიოდი, ალბათ, დაჭირდება, რომ კანდიდატის გაცხადება მოხდეს… ჩემი დამოკიდებულება კალაძის მიმართ ძალიან პოზიტიურია და ძალიან ვაფასებ, ზოგადად, მის განვლილ ცხოვრებასა და მის მოტივაციას იმისთვის, რომ მიზნებს მიაღწიოს, თუმცა, უალტერნატივო და  შეუცვლელი, ჩემი აზრით, არავინ არ არის და მან, პირველ რიგში, უნდა გამოთქვას ნება ამისთვის და თავისი წინასაარჩევნო პროგრამით უნდა დაარწმუნოს მოსახლეობის უმრავლესობა, რომ ისევ იყოს თბილისის მერი”, – აცხადებს სერგეენკო.

შეგახსენებთ, გუშინ, 17 მაისს ქართულმა ოცნებამ თვითმმართველობის არჩევნების საკითხების განსახილველად, პოლიტსაბჭოს სხდომა გამართა. სხდომას კალაძე არ დასწრებია.

 

იტვირთბა....