ახალი ამბები მთავარი სამართალი

რუსთავი 2-ის უძრავ ქონებას ყადაღა დაედო

რუსთავი 2-ის უძრავ ქონებას, სასამართლოს განჩინებით, ყადაღა დაედო. ტელეკომპანიის დამფუძნებლების – დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატი კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ მხარე რუსთავი 2-ის მოძრავი ქონების დაყადაღებასაც ითხოვდა, თუმცა, სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

,,კოჟორიძე და იურისტები“ საადვოკატო მომსახურებას უწევს რუსთავი 2-ის დამფუძნებლებს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს. სასამართლოს განჩინებით ყადაღა დაედო რუსთავი 2-ის უძრავ ქონებას – მიწის ნაკვეთებსა და მათზე არსებულ ყველა შენობა-ნაგებობას. აქამდე, ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, დაყადაღებული იყო რ2-ის 60% წილი. ახლა, ასევე დაყადაღდა რ2-ის უძრავი ქონება სრულად.

ჩვენ ასევე ვითხოვდით რ2-ის მოძრავი ნივთების დაყადაღებას და ქიბარ ხალვაშისთვის გარკვეული უფლებამოსილებების შეზღუდვას. ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ითხოვდნენ ზუსტად იმ ღონისძიებებს, რაც სასამართლომ ქიბარ ხალვაშის მიერ 2015 წელს შეტანილ სარჩელზე გამოიყენა.

მიუხედავად ამისა, რ2-ის დამფუძნებელთა მიმართ სასამართლომ კვლავ შერჩევითად იმოქმედა და ამ ნაწილში მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდება კანონით დადგენილი წესით.

გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომ რუსთავი 2 დაუბრუნდეს მის დამფუძნებლებს.

იტვირთბა....