„ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა, იყო დედაქალაქის მერი”, – აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა.
შეკითხვაზე, იქნება თუ არა ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი, კალაძე პასუხობს, რომ აღნიშნულ საკითხზე საუბარი ნაადრევია.
“ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, როგორც მოგეხსენებათ, არჩევნები არის შემოდგომაზე და დაველოდოთ, ჯერ ბევრი გვაქვს სამუშაო… ყველაფერს ვაკეთებ ჩემს თანაგუნდელებთან და თანამშრომლებთან ერთად, რომ ღირსეულად გავართვა თავი. ოთხი წელი მთავრდება. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჯერ ადრე ამაზე საუბარი“, – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
2021 წელს, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იმართება.