ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეუფე სპირიდონმა LGBTQ პირთა მხარდამჭერ დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიები შეაჩვენა

სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა LGBTQ პირთა მხარდამჭერ დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიები შეაჩვენა.

მთავარეპისკოპოსის აზრით, აღნიშნული ღალატის ყველაზე ამაზრზენი სახეა.

“სირცხვილი და შეჩვენება ამ პარტიებს! მათი ქმედება არის ღალატის ყველაზე უფრო მძიმე და ამაზრზენი სახე. ამ პარტიებმა ხელის მოწერით სოლიდარობა გამოუცხადეს ცისფერ-ვარდისფერ ელ-ჭეპე-ტე-ებს! კარგი აღიარება გამოუვიდათ”, – აღნიშნულია მეუფე სპირიდონის გვერდზე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

LGBTQ პირთა მხარდამჭერ დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიები არიან: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, გირჩი, ევროპული საქართველო, გირჩი – მეტი თავისუფლება, რესპუბლიკური პარტია, კანონი და სამართალი, სტრატეგია აღმაშენებელი, ლელო, რეფორმერი, მოძრაობა დროა, სამართლიანობისთვის, ერთიანი საქართველო, თავისუფალი დემოკრატები, პროგრესი და თავისუფლება, გამარჯვებული საქართველო.

იტვირთბა....