პოლიტიკოს გოგი წულაიას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა ორი თვით გაუხანგრძლივა. გოგი წულაია სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს და მოსამართლესა და პროკურორზე აცილებას მოითხოვს.
“10 მაისის სასამართლო პროცესზე, რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი, შოთაძის მონა პროკურორმა და მურუსიძის მონა მოსამარათლემ წინასწარი პატიმრობა ორი თვით გამიხანგძლივეს, რომლის შემდგომ ვეღარ მოვითმინე და დედა მოვუკითხე. ორივე ძალიან მოწადინებული იყო ჩემი დაჭერით და ამ ფაქტის მერე რას იზამენ, ხომ წარმომიდგენია.
მივიღე გადაწყვეტილება, უკვე ერთი კვირაა ვშიმშილობ, არ ვიღებ არც მედიკამენტებს. მოთხოვნა ერთია, გამიკეთონ აცილება მოსამარათლეზე და ასევე პროკურორზე , რომელიც ჩემ დაჭერისას მონაწილეობას იღებდა ჩემს წამებაში და ღირსების შელახვაში”, – ნათქვამია წულაიას განცხადებაში.
შეგახსენებთ, გოგი წულაიას ბრალი სს კოდექსის 138-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს და, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.