ბანკები

ვითიბის ახალი, ბევრად უკეთესი მობაილბანკი

დღეს, ვითიბი ბანკმა, მომხმარებელს, სრულიად განახალებული და მრავალფუნქციური მობაილბანკი წარუდგინა, რომელიც არის ბევრად სწრაფი და უსაფრთხო.

ახალ მობაილბანკში მომხმარებელი მიიღებს მასზე მორგებულ პროდუქტებს, დახვეწილ დიზაინსა და მარტივ ნავიგაციას, გამარტივებულ გადარიცხვებს, ბიომეტრიითა და პასკოდით დადასტურებას, კომუნალური და სხვა გადახდების შაბლონების თემატური დაჯგუფების შესაძლებლობას, ვალუტის საუკეთესო კურსებს და სხვა.

„ვითიბი ბანკი აგრძელებს ციფრული ბანკინგის განვითარებას და მოხარული ვართ, რომ მომხმარებელს მუდმივად ვთავაზობთ ინოვაციურ, მაქსიმალურად მათზე მორგებულ პროდუქტებს. მობაილბანკის განახლებამდე ჩვენ მოვუსმინეთ მომხმარებლებს, გავითვალისწინეთ მათი სურვილები და მოთხოვნები და ავსახეთ ისინი განახლებულ აპლიკაციებში. აღსანიშნავია, რომ განახლებულ მობიალბანკში გამარტივდა ყველა პროცესი და ქმედება და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მომხმარებლის გამოცდილება. ციფრული ბანკინგის განვითარება მუდმივი პროცესია და ჩვენც 2021 წლის განმავლობაში კიდევ ბევრ სიახლეს ვპირდებით ჩვენ მომხმარებლებს ამ მიმართულებით. ჩვენი მიზანია, ახალი მობაილბანკით, მომხმარებელს შევუქმნათ სასიამოვნო საბანკო გამოცდილება.“ – განაცხადა ვითიბი ბანკის ციფრულ არხებში გაყიდვების სამმართველოს უფროსმა, ალექსანდრე გოგიბერიძემ.

https://vtb.ge/ge/individuals/remote-banking/1/distantsiuri-sabanko-momsakhureba/9/mobailbanki

იტვირთბა....