aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რეხვიაშვილი დმანისზე: ვინც ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებად მონათლავს, ქვეყნის მტერია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქვემო ქართლის გუბერნატორის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, დმანისში მიმდინარე მოვლენები არ არის ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება და ვინც ამას ამბობს, ის ქვეყნის მტერია.

“ეს არ უნდა მოინათლოს როგორც ეთნიკურ ნიადაგზე დაპირსპირება. ვინც ამას ცდილობს, ის არის ქვეყნის მტერი და ვინც ამას ცდილობს, ისინი უფრო მკაცრად იქნებიან დასჯილები, ვიდრე კონფლიქტში უშუალოდ მონაწილე ადამიანები”, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

ცნობისთვის, ქალაქ დმანისში 9 აპრილის ქუჩაზე, კონფლიქტი აზერბაიჯანულ თემსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის, გუშინ, 16 მაისს დაახლოებით 17:00 საათზე დაიწყო. დაპირისპირება რამდენჯერმე გამწვავდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს ჯოხებითა და ბეისბოლის ბიტებით შეიარაღებული ახალგაზრდების ჯგუფი. სხეულის მძიმე დაზიანებები აქვს რამდენიმე მოქალაქეს, არიან სასტიკად ნაცემები, დაზიანებულია მაღაზია და ავტომობილი.

იტვირთბა....