ისრაელში სინაგოგა ჩამოინგრა. ამის შესახებ ინფორმაციას როიტერი ავრცელებს. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 130-მდე – დაშავდა. სინაგოგაში 600-ზე მეტი პირი იმყოფებოდა.
ღონისძიება ჩატარდა ნაწილობრივ აშენებულ სინაგოგაში. ადგილობრივის მერის თქმით, ეს სამუშაო მაინც გაგრძელდა, მიუხედავად ნებართვის არქონისა და ოფიციალური გაფრთხილებისა, რომ შენობის ზონა არ იყო უსაფრთხო.