კულინარია

უგემრიელესი ბელგიური ვაფლი

ბელგიური ვაფლის მოსამზადებლად ერთ ჯამში ათქვიფეთ კვერცხის ცილა. შემდეგ სხვა ჯამში ჩაასხით რძე, რომელსაც დაუმატებთ საფუარს, კვერცხის გულს, შაქარს და ვანილს. ინგრედიენტები კარგად აურიეთ. მიღებულ მასას დაამატეთ ფქვილი იქამდე, სანამ თხელ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. ცალკე ჯამში კვერცხის ცილები აურიეთ და მეორე ჯამში მიღებულ ერთგვაროვან მასას დაუმატეთ, კვლავ აურიეთ. საბოლოოდ ეს მასა ჩაასხით ვაფლის საცხობში და გამოაცხეთ. გამომცხვარ ვაფლს გემოვნებით შეგიძლიათ მოასხათ: შოკოლადი, მურაბა და სხვა ტკბილეული.

ნახევარი ჩაის კოვზი საფუარი

2 ჭიქა ფქვილი

4 სუფრის კოვზი შაქარი

ნახევარი ჩაის კოვზი მარილი

2 კვერცხი (ცილა და გული ცალ-ცალკე)

2 ჭიქა თბილი რძე

2 ჩაის კოვზი ვანილი

ნახევარი ჭიქა გამდნარი კარაქი

რეცეპტი -ს უკეთ აღსაქმელად წარმოგიდგენთ ვიდეოს.

იტვირთბა....