aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელია სააკაშვილზე: მანაც უნდა იცოდეს და მეც, ერთნაირად ვხედავთ მომდევნო წლებს თუ აზრთა სხვადასხვაობაა?

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ საკაშვილი და ის ერთმანეთს საკუთარ ხედვებს გააცნობენ. მელიას თქმით, ორივემ უნდა იცოდეს — ერთნაირად ხედავენ მომდევნო წლებს თუ აზრთა სხვადასხვაობაა? ამის შესახებ მან კიევში გამგზავრებამდე ტელეკომპანია ფორმულას გადაცემა დროებაში ისაუბრა.

“მე ჩემს ხედვას გავაცნობ, ის თავისას. ამ ყველაფერზე იქნება საუბარი, ბუნებრივია. მანაც უნდა იცოდეს და მეც — ჩვენ ერთი სტრატეგია, ერთი ხედვა გვაქვს, ერთნაირად ვხედავთ მომდევნო წლებს თუ აზრთა სხვადასხვაობაა? თუ აზრთა სხვადასვხაობაა, მეც და დარწმუნებული ვარ ისიც ეცდება, შეხების წერტილები გავაძლიეროთ და არა პირიქით”, – თქვა მან.

ცნობისათვის, დღეს ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად უკრაინაში წავიდა.

იტვირთბა....