“არის საკითხები რაშიც მინდა დავრწმუნდე, რომ არის ერთი პოზიცია”, – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან კონსულტაციების შესახებ საუბრისას განაცხადა.
ნიკა მელიას თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია პარტიაში იყოს ჰარმონია და ერთსულოვნება.
“არის ადამიანი, ვისი ხილვაც და მასთან საუბარი მინდოდა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, ეს არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ორწელიწადნახევარია არ მინახავს. არის საკითხები, რომელიც საჭიროებს კონსენსუსს. არის საკითხები, რაშიც მე პირადად მინდა დავრწმუნდე, რომ გვაქვს ერთი პოზიცია, ვართ ერსთულოვნები. მე როგორ პარტიის გარეთ მინდა ერთობა, ასევე მსურს, იყოს არათუ აზრზთა სხვადასხვაობა პარტიის შიგნით, არამედ ზოგადად ჰარმონია”, – თქვა ნიკა მელიამ.
ცნობისათვის, დღეს ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად უკრაინაში წავიდა.