aviabiletebi
ახალი ამბები ციტატა

ვასაძე ზურაბიშვილს: აღარ შეირცხვინოთ თავი და გადადექით

მინდა მივმართო საქართელოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და ვუთხრა, იმ უფლების ფარგლებში მაინც, რომელიც  გაგაჩნიათ, არაერთხელ გადადგით ნაბიჯი, რომელიც არცხვენს ქართველი ერის ღირსებას და ჩვენს სახელმწიფოს. არ ვიცი, თქვენ გაძალებენ ასეთი საშინელი რაღაცების გაკეთებას, როგორიც იქნება კრიმინალების ციხიდან გამოშვება თუ სხვა გადაწყვეტილება, თუკი თქვენი ნებით აკეთებთ, მინდა ერთი რჩევა მოგცეთ, სანამ კიდევ ერთი უბედურება არ დაგმართეს, ხომ არ ჯობია დაანახოთ თქვენ ხალხს, თქვენც გაქვთ ღირსება, რომელსაც ხალხი თქვენგან ელოდება და წინ აღუდგეთ, გადადგეთ დაკავებული თანამდებობიდან და აღარ შეირცხვინოთ ასე თავი, თქვენი ქვეყნისა და ერის წინაშე
aviabiletebi
ავიაბილეთები

 საზოგადოებრივი მოძრაობა  – ერთობა, რაობა, იმედის დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ თბილისში ალექსანდრეს ბაღში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა. 

 

 

 

იტვირთბა....