ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლალი მოროშკინა: “ნაცებო, ისეთი ამბავი გელით, მერე არ მითხრათ, რატომ არ გაგვაფრთხილეო”

ორგანიზაცია „ძლიერი ქალი-ძლიერი სახელმწიფო“ დამფუძნებელი ლალი მოროშკინა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ე.წ. პირად ჟურნალისტებს და ყოფილ ჩინოვნიკებს აფრთხილებს, რომ 2016 წლამდე მოასწრონ და „წითელ ხიდამდე მიირბინონ“

ამის შესახებ მოროშკინა პირად „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

“’ძვირფასო  ნაციონალებო, მათო ნარჩენებო, მიშას პირადო ე.წ. ჟურნალისტებო, უმცირესობის კრიმინალ-დეპუტატებო, ჯერ არ დასჯილო ყოფილო ნაც. ჩინოვნიკებო… ისეთი ამბავი გელით, ის დროა მოასწროთ და 2016 წლამდე ჩვეულებისამებრ წითელ ხიდამდე მიირბინოთ… მერე არ მითხრათ, რატომ არ გაგვაფრთხილეო…”

“მეტრონომი” დაუკავშირდა მოროშკინას, კითხვაზე, რა არის მიზეზი მისი ასეთი პოსტისა, მან განაცხადა, რომ 2016 წელი “ნაციონალური მოძრაობისთვის” ბოლო წელი იქნება და დროა წითელი ხიდამდე მიირბინონ  და გაასწრონ ქვეყნიდან…

 

 

იტვირთბა....