ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილიც ღარიბაშვილის მსგავსად “ქართუ ჯგუფის” კადრია

 

მედიაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო გადადგომასა და მის ნაცვლად საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სავარაუდო დანიშვნაზე ინფორმაცია ვრცელდება.

გიორგი კვირიკაშვილი 2006-2011 წლებში სააქციო საზოგადოება „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორი იყო. ირაკლი ღარიბაშვილიც 2007-2012 წლებში „ქართუ ბანკის“ წარმომადგენელი იყო. იგი სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახლდათ.

თავის დროზე, ღარიბაშვილი პრემიერის პოსტზე ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა შეარჩია. ეს ფაქტი მაშინ არავისთვის იყო უცხო და ყველა ერთხმად აცხადებდა, რომ მისი პრემიერობა დიდწილად ივანიშვილთან ახლობლობამ, უფრო სწორად კი “ქართუ ჯგუფში” მოღვაწეობამ განაპირობა. ის რომ პრემიერობის ახალი კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილიც “ქართუ ჯგუფის” კადრია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მისი კანდიდატურაც “შუშის სახლში” შეირჩა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი კვირიკაშვილი საკმაოდ დიდი სიმპათიებით სარგებლობს სხვადასხვა პოლიტიკურ წრეებში, მათ შორის ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებშიც.

იტვირთბა....