ახალი ამბები ციტატა

ოხანაშვილი გახარიაზე: როცა ადამიანი მერყეობს, მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის

[su_quote] სახელმწიფო სამსახურში როდესაც ხარ, შენი ნომერ პირველი ვალდებულება არის კეთილსინდისიერად ემსახურო ხალხს და ქვეყანას. ეს უნარჩვევები შესაძლებელია ყველამ ყოველთვის ვერ გამოავლინოს და ამის ნათელი მაგალითია ის, რაც მოხდა. არ ეყო ყველას ამ უნარ-ჩვევების ასე მტკიცედ გამოვლენის შესაძლებლობა და მიიღეს გადაწყვეტილება როდესაც X დესტრუქციული რადიკალური მოქალაქე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სახელმწიფოებრიობას, სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებას და გამოწვევას უკეთებს სახელმწიფოს, ვინ არის ნიკანორ მელია, რას წარმოადგენს, რომ ის უფრო მაღლა დადგეს, ვიდრე ქართველი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო?! აქ როდესაც ადამიანი მერყეობს, ვფიქრობ, მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის. საზოგადოება განსჯის. თუ ის პოლიტიკაში შემოვა, მოგვეცემა ალბათ, საშუალება, დებატებში დავსხდეთ როგორც მის თანაგუნდელებთან, ასევე მასთან და საზოგადოებამ გადაწყვიტოს ვინ იყო მტკიცე, ვინ იყო პრინციპების ერთგული, ვინ დაიცვა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, ვინ დაიცვა და უზრუნველყო ის, რომ საზოგადოებაში არ გაჩენილიყო განცდა – ვცხოვრობთ იქ, სადაც კანონს არავინ პატივს არ სცემს, ამ კითხვებზე ყველას მოუწევს პასუხები [/su_quote]

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანრი ოხანაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში მთავრობის ყოფილი მეთაურის, გიორგი გახარიასა და მის გუნდში გადასულები დეპუტატების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
იტვირთბა....