ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ხუხაშვილი: ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგებს აქვთ კითხვები, რომელზეც ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი ნებით, თუ იძულებით

“მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნის მომავლისთვის ნამახვან ჰესის პროექტთან დაკავშირებით 23 მაისს დაგეგმილი აქცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკური ელიტის გაუთავებელი გარჩევები და “აბსოლუტური ჭეშმარიტების” ტელეეკრანებიდან დემონსტრირება ხალხთან, როგორც ძალაუფლების წყაროსთან, ჩატეხილი ხიდის პირობებში”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ქართულ ოცნებას სურს თუ არა, კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს:

“ამ ხალხმა აჩვენა ყველა ის თვისება, რაც საჭიროა გამარჯვებისთვის – პატრიოტიზმი, სიბრძნე, სიდინჯე, სიყვარული. არ დანებდა და არ გაიყიდა, თავი არ გამოაყენებინა და არ წამოეგო

იყო მომენტი, როცა ვიფიქრე, რომ დამთავრდა. ვცდებიდი. მათ აქვთ კითხვები, რომელზეც ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი ნებით, თუ იძულებით…” – წერს ხუხაშვილი.

რიონის ხეობის მცველების განცხადებით, ნამოხვანჰესის წინააღმდეგ აქცია თბილისში 23 მაისს გაიმართება.

იტვირთბა....