ბანკები

ვითიბი ბანკსა და სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას შორის პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა

ვითიბი ბანკსა და სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას შორის პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ფერმერებისთვის სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზებას ითვალისწინებს. ხელშეკრულების გაფორმების მიზანია ახალი პროდუქტის „აგრო დაზღვევის“ შექმნა, რომელიც ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას უზრუნველყოფს.

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ვითანამშრომლოთ სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიასთან. ჩვენ, როგორც აგრო ბიზნენის N1 ქომაგი, მუდმივად ვთავაზობთ   ფერმერებს  ერთობლივ პროდუქტს, „აგრო დაზღვევას“, აღნიშნული პროდუქტი საშუალებას აძლევს ფერმერებს დააზღვიონ საკუთარი მოსავალი სტიქიური მოვლენებისგან მიყენებული ზარალისაგან და მიიღონ დაგეგმილი შემოსავალი. ევროინს ჯორჯიასთან თანამშრომლობა ბანკს საშუალებას მისცემს, თავის მომხმარებელ ფერმერებს შესთავაზოს მრავალფეროვანი საბანკო და სადაზღვევო პროდუქტები, რომლებიც სრულად იქნება მორგებული მათ საქმიანობაზე“განაცხადა ვითიბი ბანკის მცირე და საშუალო  ბიზნესის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, არჩილ ჩაჩხიანმა. 

იტვირთბა....