პარტია გირჩის ერთერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას თქმით, პარლამენტისთვის მნიშვნელოვანია დიდი ოპოზიციური პარტიის შესვლა და გაუგებარია ამდენხანს რატო არ ასრულებენ “სერიალს” (საუბარია ენმ-ის პარლამენტში შესვლაზე). ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.
“რა თქმა უნდა, ცალსახად მნიშვნელოვანია დიდი ოპოზიციური პარტიის შემოსვლა პარლამენტში. ჩემთვის გაუგებარია, რას აკეთებენ ამდენ ხანს. როგორ შეიძლება ამდენ ხანს საზოგადოება ალოდინო. რა გახდა ახლა ასეთი სამსჯელო, რა არის ასეთი ამბავი, რომ ამდენი ხანი ეს სერიალი არ დაამთავრეს, მაშინ, როდესაც ამით ზოგადად საპარლამენტო პროცესს ზიანი ადგება და ჩემი აზრით, თვითონ „ნაციონალურ მოძრაობასაც”,- ამბობს ხვიჩია.

