aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თურნავა სინოფარმის ვაქცინით აიცრა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეკონომიკის მინისტრი, ტურიზმის სექტორის წარმომდგენლებთან ერთად, დღეს „სინოფარმით” აიცრა. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, თავს კარგად გრძნობს და ყველას მოუწოდა აქტიური ვაქცინაციისკენ. მინისტრთან  ერთად ტურისტული ინდუსტრიის 20-ზე მეტი წარმომადგენელი აიცრა, მათ შორის იყვნენ  ასოციაციების თავმჯდომარეები, რესტორნების, მსხვილი და პატარა სასტუმროების დამფუძნებლები და სექტორის სხვა წარმომადგენლები.

“მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ-პანდემია გრძელდება, ჩვენ მოვახერხეთ და შევქმენით პირობები ეკონომიკის აღდგენისთვის. დღეს, მაგალითად, გამოქვეყნდა საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა, სადაც 70 პროცენტით არის ჩვენი ექსპორტი გაზრდილი, ტურიზმის აღდგენაც თანდათანობით მიმდინარეობს  და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველამ დაინახოს მსოფლიოში, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, მასპინძელი ქვეყანა. ამიტომაც, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ტურიზმის სექტორი, სხვა პრიორიტეტულ ჯგუფებთან ერთად, აეყვანა ვაქცინაციის პრიორიტეტულ სიაში და მეც, როგორც ეკონომიკის მინისტრმა, რომელიც ასევე პასუხისმგებელია ტურიზმში მიმდინარე პროცესებზე და პოლიტიკაზე, თავი მოვალედ ჩავთვალე, ჩემი აცრა გამეკეთებინა ტურიზმის ინდუსტრიის სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად” – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე ინფორმაციით, დღეიდან უკვე კოორდინირებულად დაიწყება  ტურისტულ ობიექტებზე დასაქმებული პერსონალის ნებაყოფლობითი ვაქცინაცია, ინტერესი მაღალია და უკვე არსებობს 700-მდე ადამიანის სია, რომლებიც   თავისი სურვილით ეწერებიან აცრაზე.

იტვირთბა....