ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიორგი ფხაკაძე: ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ ქვეყანა ჩაიკეტოს

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში თავისუფალი სივრცე საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა. მისივე თქმით, ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ ქვეყანა ჩაიკეტოს.

„დაგეგმარება არასწორია. ადამიანები დაბნეულები არიან. ერთის მხრივ, შენ აკეთებ შეკრებებს, მეორე მხრივ – აკრძალულია. ყოველთვის ერთი, სწორი ინფორმაცია უნდა მიაწოდო. არ უნდა იხტუნაო მარჯვნივ და მარცხნივ. სამწუხაროდ, მთელი ვაქცინაციის პროგრამა და ჩვენი კოვიდის მართვის პროგრამა არის ავხტი, დავხტი. ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ ქვეყანა ჩაიკეტოს”, – თქვა ფხაკაძემ.

ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 776 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1329 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov-ზე განახლდა.

 

იტვირთბა....