[su_quote]მე მგონია, რომ ჰესები გვჭირდება, მათ შორის გვჭირდება დიდი ჰესები, რადგან ჩვენ ენერგეტიკაში გვაქვს სერიოზული პრობლემა. სულ გვაქვს სამი წყარო ელექტროენერგიის. ეს არის ჰიდროელექტროსადგური, თბოელექტროსადგურები და იმპორტი. აქედან ყველაზე ძვირი არის იმპორტი და ყველაზე იაფია ჰიდროელექტროსადგურები. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ჩვენ ვცადოთ ჰიდრორესურსების უფრო მეტად გამოყენება და რესურსების ესე მიღება. საბოლოო ჯამში, ეკონომიკის ზრდა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გამოვიყენებთ სულ უფრო და უფრო მეტ ენერგიას.
ზოგადად, რომ შეადაროთ ღარიბი და განვითარებული ქვეყნები, ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ განვითარებულ, მდიდარ, წარმატებულ ქვეყნებში ერთ სულ ადამიანზე ენერგეტიკის მოხმარება არის მაღალი. განვითარება მათ შორის მაგასაც ნიშნავს, რომ ადამიანი უფრო მეტ ენერგიას მოიხმარს. ჩვენ ენერგია გვჭირდება ყველა ვარიანტში, სხვა შემთხვევაში შეუძლებელია, რომ ჩვენ განვვითარდეთ ისე, რომ მეტი ენერგია არ მოვიხმაროთ.
მაგ ნაწილში, ყველაფერში ვეთანხმები იმ ხალხს, ვინც იძახის, რომ ჩვენ ჰესები გვჭირდება. იმ გიჟობების არ მჯერა, რომ ჰესები არ გვინდა და ქარზე ვიზამთ და მზეზე ვიზამთ, ეგ ყველაფერი ზღაპარია. თუ კითხვა ისმის ეგრე, უნდა აშენდეს თუ არა, მაგ კითხვაზე ჩემი პასუხი არის, რომ ეგ არ არის ჩემი გადასაწყვეტი, არც მთავრობის გადასაწყვეტი არ არის. საბოლოო ჯამში ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, უღირთ თუ არა, რომ საკუთარი ტერიტორიები დათმონ. ვიღაცას შეიძლება მამა-პაპისეული სახლი უდგას იქ და მისთვის ამას იმხელა მნიშვნელობა აქვს, რომ არ უღირს არაფრად, რომ ეს დათმოს[/su_quote]
ამის შესახებ “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ გადაცემა Zoom-იერში საუბრისას განაცხადა. წყარო: ipress.ge