ზუსტად 40 წლის წინ, 1981 წლის 13 მაისს თბილისის დინამომ თასების მფლობელთა თასი მოიგო. ეს არის ქართული ფეხბურთის ისტორიაში მოპოვებული ყველაზე დიდი გამარჯვება. ქართველებმა 40 წლის წინ ფინალში გერმანული კარლ ცაისი 2:1 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ანგარიში გერმანელებმა გახსნეს. თუმცა, ვლადიმერ გუცაევმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ვიტალი დარასელიამ თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ქართველებს გამარჯვება მოუტანა.