ისრაელმა პოლიციის შენობები დაბომბა, დაღუპულია 69 პალესტინელი – მათგან 17 ბავშვია. ისრაელსა და პალესტინელებს შორის იერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვი, 70-ს აჭარბებს.
3 საათიანი სიმშვიდის შემდეგ, ისრაელის ქალაქებში კვლავ განგაშის სიგნალის ხმა ისმის.
ღაზაში აცხადებენ, რომ ისრაელმა პოლიციის შენობები დაბომბა, დაღუპულია 69 პალესტინელი, მათგან 17 ბავშვი.ისრაელის იერიშების შედეგად მოკლულია ჰამასის რამდენიმე მეთაურიც. საპასუხო იერიში მიიტანა ისრაელზე ჰამასმაც.
7-მდე გაიზარდა ისრაელის მხარეს დაღუპულთა რიცხვი. პარალელურად არეულობები გრძელდება ისრაელის ქალაქებში, სადაც ადგილობრივი არაბები პალესტინელების მხარდასაჭერად გამოდიან. დაშავებულია ასობით ადამიანი. ისრაელის პოლიციამ 400-მდე პირი დააკავა.
კომენდანტის საათი გამოცხადდა ქალაქ ლოდში. ისრაელის პრემიერი აცხადებს, რომ ჰამასის წინააღმდეგ შეტევებს გააგრძელებს.
საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგი საგანგებო სხდომა, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება. კონფლიქტის ორივე მხარესთან შესახვედრად ახლო აღმოსავლეთში სპეციალურ წარმომადგენელს აგზავნის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი.
მას შემდეგ, რაც სამშაბათს ღამით ჰამასმა ქალაქებს, თელ-ავივსა და ბერ-შევას ცეცხლი გაუხსნა, ისრაელის მხარემ საპასუხოდ, ოთხშაბათს, გამთენიისას ღაზას მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვა. ისრაელის მხრიდან შეტევას ღაზაში დაღუპულები, მძიმედ დაშავებულები და დანგრეული შენობები მოჰყვა.
ღაზას მიერ გაშვებული რაკეტების შედეგად ქალაქ ლოდში, სადაც ებრაულ-არაბული მოსახლეობა ცხოვრობს, ორი ადამიანი გარდაიცვალა.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათმა საბრძოლო თვითმფრინავებმა ჰამასის დაზვერვის ძირითადი ფიგურები, ჰამასის სამხედრო დაზვერვის უსაფრთხოების დეპარტამენტის ლიდერი, ჰასამ კაოგი და მისი მოადგილე ვაილ ისა მოკლა.
ისრაელსა და ღაზას შორის, 2014 წლის ღაზას ომის შემდეგ ეს არის ყველაზე მძიმე შეტაკება და შსაძლოა, სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდეს.
ისრაელსა და პალესტინაში არსებულ ტეროტრისტულ დაჯგუფება ჰამას შორის დძაბულობა ორშაბათს მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰამასმა ისრაელზე სარაკეტო შეტევა განახორციელა. სიტუაცია მას შემდეგ მწავვე და დაძაბულია, ორივე მხარეს ჰყავს გადარცვლილები და მძიმედ დაშავებულები. ამ დროის ინფორმაციით, ორ მხარეს შორის დაპირისპირება გრძელდება.