„ივანიშვილმა ღარიბაშვილის გამოცვლა გადაწყვიტა“. – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა გიგა ბოკერიამ დღეს განაცხადა.
„ეს საჯაროდ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა დაადასტურა. ეს ერთის მხრივ, აბსოლუტურად ლოგიკურია იმ კრიზისის ფონზე რაც ქვეყნაშია. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ღარიბაშვილი არის უბრალო მარიონეტი და ყველა გადაწყვეტილებას ივანიშვილი იღებს. იმისთვის, რომ ამ პროცესებს ბიძინა ივანიშვილი ჩამოვაცილოთ, ამის დემოკრატიული პროცედურა არის არჩევნები. ვინ იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრი? ვინ მიიღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავალზე ახდენს გავლენას? ამ გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად ოლიგარქი კი არ უნდა იღებდეს, რომელმაც თვითონ შეიყვანა ქვეყანა ამ კრიზისში, არამედ ქართველი ხალხი არჩევნების გზით. ჩვენ გვჭირდება მთავრობა, რომელსაც აქვს რწმენა კომპეტენცია და ხედვა. რომელიც დაწევს გადასახადებს, შეამცირებს ბიუროკრატიას და რაც მთავარია ქვეყანას ეყოლება მთავრობა, რომელიც მან აირჩია. ივანიშვილმა 2012 წელს მიიღო ამ ხალხის მანდატი, მან გადააგდო ქართველი ხალხი და ფაქტობრივად ეს მანდატი დაკარგა.-ამბობს ბოკერია.
შეგახსენებთ, მედიაში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შესაძლოა გადადგეს.