ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დიდი შანსია ღარიბაშვილი საარჩევნო სიას ჩაუდგეს სათავეში”

პრემიერის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით, პოლიტოლოგი და გადაცემა „20-30“-ის ერთ-ერთი წამყვანი, არჩილ გამზარდია ფეისბუქზე წერს:

“პრემიერის შესაძლო გადადგომის პერსპექტივასთან მიმართებაში, შეიძლება იმის თქმა, რომ გადადგომის შემთხვევაში, ძალიან დიდი შანსია, ის ჩაუდგეს სათავეში “ქართული ოცნების” საარჩევნო სიას, რასაც საკმაოდ მივესალმებოდი. ამის შესახებ არაერთხელ მითქვამს. ვფიქრობ, ირაკლი ღარიბაშვილის საპარლამენტო მოღვაწეობა ბევრად უფრო ეფექტური იქნება.

რაც შეეხება მისი პრემიერობის სამ წელს – ბოლო წლების შედეგებიდან, ჩემთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი შედეგი შემიძლია გამოვყო:

პირველი, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, პოლიტიკური უსაფრთხოების კუთხით, რომ სახელმწიფო სექტორი აღარ ასოცირდება რეპრესიულ მანქანასთან; პენიტენციალური სისტემის რეკორდული სიჩქარით გაუმჯობესება; ასევე გამოვყოფდი ანტიდისკრიმინაციულ კანონს და ა.შ.

მეორე, ეს არის სახელმწიფოს მიერ სოციალური ვალდებულებების განცდა, მთელი რიგი მიმართულებები – ჯანდაცვის კუთხით, შემწეობებით, დემოგრაფიული პირობების სტიმულირების კუთხით და ა.შ.

მესამე, ეს არის რეგიონების მიმართ განხორციელებული პოლიტიკა – მთის კანონი, სოფლის მეურნეობაში ჩადებული ინვესტიციები და ა.შ.

მეოთხე, ეს არის საგარეო ორიენტირების შედეგობრივი სიცხადე – ასოცირების ხელშეკრულება, მსოფლიოს მიერ საქართველოში განხორციელებული რეფორმების დადებითი შეფასება და ა.შ. მისი შედეგი ე.წ. ვიზალიბერალიზაცია და ა.შ.

და ამ ყველაფრის ფონზე, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ჩემთვის ისაა, რომ უიშვიათესად მსმენია, მოსულიყოს ახალგაზრდა ადამიანი ხელისუფლების სათავეში, ფლობდეს საკმაოდ დიდ ძალაუფლებას და ადამიანად დარჩენილიყოს. ირაკლი ღარიბაშვილი მოვიდა ადამიანად, დარჩა ადამიანად და მიდის ადამიანად.

წარმატებებს ვუსურვებ ნებისმიერ საქმიამობაში; ვვარაუდობ, ის ჩაუდგება სათავეში კოალიციის საარჩევნო სიას და ეფექტურ წინასაარჩევნო კამპანიასაც ჩაატარებს”.

Top of Form

 

იტვირთბა....