“სალომე სამადაშვილი ის ადამიანია, რომელიც სააკაშვილის კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად, საჯაროდ ლანძღავდა ადამიანებს, ნაცმოძრაობის ამომრჩეველს – ამტკიცებდა რომ მიშამ “პოლის ჯოხი” რომ დააყენოს, ხმებს ისიც მიიღებს, რომ სააკაშვილის ხსენებამდე, ყველამ პირი გამოირეცხოს….”, – ამის შესახებ ტაბულას დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, სამადაშვილი კერძო საუბრებში ამბობდა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “დემონიზებულია”.
“კერძო საუბრებში, მეგობრებთან – ამის საპირისპიროს ამტკიცებდა, ყვებოდა როგორი დემონიზებულია მიშა დასავლეთში, როგორ არ გამოვა არაფერი სააკაშვილთან ერთად.
ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ, ეროვნულ თანხმობის და ამნისტიის საჭიროებაზე რომ ისაუბრა ბოკერიამ – ტანსაცმელი შემოიგლიჯა, როგორ ბედავთო – ამნისტიის მნიშვნელობა ყირაზე დააყენა.
როცა საპარლამენტო მანდატით სარგებლობაზე მიდგა საქმე – 20 ივნისის მოძალადეების ამნისტიას დაუჭირა მხარი, მაშინ, როცა ხელისუფლებაში ისევ ბიძინაა.
ხოდა, რომელი ხართ ეგეთი უტვინო, ამის სიტყვას რომ ენდობით? გამოდით, გაგიცნოთ”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.