ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ღარიბაშვილის რწმენით, წილხვდომილობის დღესასწაულად გამოცხადება ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის რწმენით, ძლიერი სახელმწიფოს შენება, სხვა ყველაფერთან ერთად, სულიერ და ეროვნულ ფასეულობებს უნდა ეფუძნებოდეს.
სწორედ ამიტომ, მისი თქმით, უდიდესი მნიშვნელობისაა, რომ 12 მაისი, ანდრია პირველწოდებული ხსენების დღესთან ერთად, ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნული დღესასწაულია.
“გილოცავთ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაულს!
ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის რწმენა ორი ათასწლეულია საფუძვლად უდევს ამ ფასეულობებს, აყალიბებს ქართველთა თვითმყოფადობას, განსაზღვრავს ჩვენს ისტორიას და კულტურას.
2018 წელს ჩვენმა ხელისუფლებამ სიხარულით გაიზიარა კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივა და 12 მაისი – წმინდა ანდრია მოციქულის, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის დამაარსებლის ხსენების დღე, ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა.
მჯერა, რომ სულიერ და ეროვნულ ფასეულობებთან დაბრუნების ეს სიმბოლური გადაწყვეტილება უდიდესი მნიშვნელობისაა ქვეყნის შემდგომი წინსვლისა და განვითარებისათვის”, – ნათქვამია პრემიერმინისტრის მილოცვაში.
იტვირთბა....