aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ისრაელსა და ღაზას შორის დაპირისპირების შედეგად ღაზაში 35, ხოლო ისრაელში 5 ადამიანი დაიღუპა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის მწვავე, საომარ დაპირისპირებას ღაზაში 35, ხოლო ისრაელში 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაცია ამის შესახებ Reuters-მა გაავრცელა.

მაშ შემდეგ, რაც სამშაბათს ღამით ჰამასმა ქალაქებს, თელ-ავივსა და ბერ-შევას ცეცხლი გაუხსნა, ისრაელის მხარემ საპასუხოდ, ოთხშაბათს, გამთენიისას ღაზას მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვა. ისრაელის მხრიდან შეტევას ღაზაში დაღუპულები, მძიმედ დაშავებულები და დანგრეული შენობები მოჰყვა.

ღაზას მიერ გაშვებული რაკეტების შედეგად ქალაქ ლოდში, სადაც ებრაულ-არაბული მოსახლეობა ცხოვრობს, ორი ადამიანი გარდაიცვალა.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათმა საბრძოლო თვითმფრინავებმა ჰამასის დაზვერვის ძირითადი ფიგურები, ჰამასის სამხედრო დაზვერვის უსაფრთხოების დეპარტამენტის ლიდერი, ჰასამ კაოგი და მისი მოადგილე ვაილ ისა მოკლა.

ისრაელსა და ღაზას შორის, 2014 წლის ღაზას ომის შემდეგ ეს არის ყველაზე მძიმე შეტაკება და შსაძლოა, სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდეს.

ისრაელსა და პალესტინაში არსებულ ტეროტრისტულ დაჯგუფება ჰამას შორის დძაბულობა ორშაბათს მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰამასმა ისრაელზე სარაკეტო შეტევა განახორციელა. სიტუაცია მას შემდეგ მწავვე და დაძაბულია, ორივე მხარეს ჰყავს გადარცვლილები და მძიმედ დაშავებულები. ამ დროის ინფორმაციით, ორ მხარეს შორის დაპირისპირება გრძელდება.

იტვირთბა....