ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ისრაელის მხარის განცხადებით, მათმა რაკეტებმა ჰამასის დაზვერვის რამდენიმე ლიდერი იმსხვერპლა

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათმა საბრძოლო თვითმფრინავებმა ჰამასის დაზვერვის ძირითადი ფიგურები, ჰამასის სამხედრო დაზვერვის უსაფრთხოების დეპარტამენტის ლიდერი, ჰასამ კაოგი და მისი მოადგილე ვაილ ისა მოკლა.

ისარელის მხარის განცხადების, მათმა საბრძოლო თვითმფრინავებმა ოთხშაბათს დილით ჰამას ოფისები და მათი ლიდერების სახლები მიზანში ამოიღო. ინფორმაცია ამის შესახებ გამოცემა Reuters-მა გაავრცელა.

გარდა ამისა, გამოცემის ცნობით, ისრაელის დარტყმების შედეგად ღაზაში ერთი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, ხოლო რამდენიმე კი ძლიერ დაზიანდა.

გამოცემის ცნობით, ღაზაში გაშვებული რაკეტების საპასუხოდ, ჰამასის მხარემ თელ-ავივისა და ბერ-შეევას მიმართულებით 210 რაკეტა გაუშვა. როგორც ისრაელის მხარე აცხადებს, რაკეტების დაახლოებით, მესამედი ჰაერშივე გაანეიტრალეს და ღაზაში ჩამოაგდეს.

გამოცემის ინფორმაციით, ისრაელსა და ღაზას შორის, 2014 წლის ღაზას ომის შემდეგ ეს არის ყველაზე მძიმე შეტაკება და შსაძლოა, სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდეს.

ისრაელსა და პალესტინაში არსებულ ტეროტრისტულ დაჯგუფება ჰამას შორის დძაბულობა ორშაბათს მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰამასმა ისრაელზე სარაკეტო შეტევა განახორციელა. სიტუაცია მას შემდეგ მწავვე და დაძაბულია, ორივე მხარეს ჰყავს გადარცვლილები და მძიმედ დაშავებულები. ამ დროის ინფორმაციით, ორ მხარეს შორის დაპირისპირება გრძელდება.

იტვირთბა....