საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, საქართველოში ისრაელის ელჩის, ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, ისრაელში განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად საქართველოს არცერთი მოქალაქე არ დაშავებულა.
ჟვანია ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„მოვუწოდებთ მოქალაქეებს შეინარჩუნონ სიმშვიდე. არ დატოვონ საცხოვრებელი ადგილი. შევიდნენ დაცულ ოთახებში. თუ ასეთი არ არსებობს, კიბის შიდა უჯრედში ან თავშესაფარში“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
ორშაბათიდან მოყოლებული ღაზას სექტორიდან ჰამასის მებრძოლებმა ისრაელის მიმართულებით 400 რაკეტა გაუშვეს, რასაც ისრაელმა 150 რაკეტით უპასუხა. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის მხარეს 2 დაღუპული ჰყავს, ხოლო პალესტინის მხარეს 28.
ისრაელის პრეზიდენტმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ჰამასს “გადახდა მოუწევს იმ აგრესიისთვის”, რასაც ისრაელის წინააღმდეგ ახორციელებს და მას “ეს აგრესია ძვირი დაუჯდება”.
მისივე თქმით, ჰამასისა და ისლამური ჯიჰადის კისერზეა მათივე სისხლი.
ნეთანიაჰუმ, ასევე, მიმართა ისრაელის მოსახლეობას და აღნიშნა, რომ მტრის წინაშე ყველა ერთად დგას, ყველა ერთად გლოვობს გარდაცვლილებს და ყველა ერთად ლოცულობს დაჭრილთა კარგად ყოფნისთვის.
ღაზას სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო 10 მაისიდან ისრაელში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.