ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს. მერიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება და მიმდინარე წლის 13 მაისიდან დედაქალაქში, როგორც მუნიციპალური ავტობუსები და თბილისის მეტრო, ასევე მიკროავტობუსები მუშაობას განაახლებენ.

კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზებისგან განსხვავებით, შეზღუდვა იხსნება ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზეც და ის მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 08:00-დან 20:00 საათამდე მოემსახურება.

კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას დაწესებული შეზღუდვები, რომელიც პირბადით გადაადილების აუცილებლობას ითვალისწინებს.

ასევე, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გაგრძელდება მუნიციპალური ტრანსპორტის ყოველდღიური დამუშავება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....