aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

ხუხაშვილი: მელიას სათადარიგო კარიდან გამოშვების დირექტივა მოტივირებულია ბოღმით და ეჭვიანობით

მელიას სათადარიგო კარიდან გამოშვებაში მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ციხის ადმინისტრაცია წვრილმანებშიც კი პოლიტიკური დირექტივებით მოქმედებს, არამედ ის, რომ ასეთი დირექტივა მოტივირებულია მხოლოდ ბოღმით და ეჭვიანობით, ინტელექტის სრული გათიშვის პირობებში. სრულიად ცხადია, რომ ამ დროს შედეგი იმის საწინააღმდეგოა, რაც გსურს. ხელისუფლება, რომელიც ისეთი ირაციონალური მოტივებით ხელმძღვანელობს გადაწყვეტილებებში, როგორიცაა – ეჭვიანობა, ბოღმა, შიში, სახიფათო ხდება სახელმწიფოსთვის
ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი წერს.
იტვირთბა....