მთავარი ციტატა

ცერცვაძე: ძალიან სერიოზული მდგომარეობაა

[su_quote]ახლა ძალიან სერიოზული მდგომარეობაა. მოგეხსენებათ, რომ მთელ მსოფლიოში არის სერიოზული მესამე ტალღა, რომელსაც საქართველოც ვერ ასცდა. საქართველომ უფრო დიდხანს შეინარჩუნა სტაბილური მდგომარეობა, თუმცა ბოლო თვის მანძილზე შეინიშნება შემთხვევათა საგრძნობლად მატება, გარდაცვალების შემთხვევების მატებაც. ჯერჯერობით ეს მაჩვენებელი არ არის კატასტროფული და ქვეყანა ახერხებს შეინარჩუნოს ახალი შემთხვევების რაოდენობა 1 500 ინფიცირებულის დონეზე. კლინიკური სექტორი კარგად მომზადებული შეხვდა მესამე ტალღას. პაციენტების ნაკადების მართვა ხდება ეფექტიანად. მიუხედავად პაციენტების დიდი რაოდენობისა, დღეს მაგალითად 16 ათასზე მეტი აქტიური პაციენტია. ამის მიუხედავად, არანაირი შეფერხება და დაბრკოლება ჯერ არ ყოფილა მათ ჰოსპიტალიზაციაში, ან ონლაინ კლინიკების მომსახურებაში, ან სასწრაფო დახმარების სისტემაში. მდგომარეობა სერიოზულია, თუ არ იქნა საკმაოდ ქმედითი ზომები გატარებული, შეიძლება შემთხვევების მატება კიდევ უფრო გაიზარდოს და პროცესები გახდეს უმართავი, ისე როგორც ეს მოხდა ზოგიერთ ქვეყანაში. ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ ეს არ მოხდეს[/su_quote]

აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. წყარო: 1TV

იტვირთბა....