თბილისში, ერისთავის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საგანგებო სამსახური ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებული იყო სასაწყობე ტერიტორიაზე. მიმდებარე ტერიტორიიდან, მეხანძრე-მაშველებმა, უსაფრთხოების მიზნით, 150-მდე ადამიანი გამოიყვანეს და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები.
საგანგებო სამსახურის თქმით, არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 12 ჯგუფი.