ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ონის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსახლეობას ფაშიზმზე დღე ფეისბუქზე ფოტოთი მიულოცა

“2021 წლის 9 მაისს მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 76 წელი გავიდა. 1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ, ევროპაში მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა”, – ვკითხულობთ ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ფეისბუქ პოსტში, რომელსაც თან ფოტოსურათს ურთავს.

აქვე გეტყვით, რომ ჭიათურის მერიამ გააავრცელა ფოტო, სადაც მერიის წარმომადგენლებმა 9 მაისის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ასევე გავრცელდა ფოტო, სადაც წალკის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ამის ამსახველი ფოტო წალკის მუნიციპალიტეტმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა, რომელიც შემდეგ წაშალა.

 

იტვირთბა....