ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ჭიათურის მერია ავრცელებს ფოტოს, სადაც მერიის წარმომადგენლებმა 9 მაისის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

ჭიათურის მერია ავრცელებს ფოტოს, სადაც მერის წარმომადგენლები ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად, ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა ცერცვაძემ, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსმა ბათუ ღვალაძემ და მერიის სამსახურების წარმომადგენლებმა 9 მაისის მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს.

9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 76 წელი გავიდა.

1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

1941-1945 წლების დიდ სამამულო ომს 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1 000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.

იტვირთბა....