გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფრომაციით, საქართველოში ნალექიანი ამინდი ხვალაც გაგრძელდება.
„10 მაისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი და სეტყვა, მაღალმთაში თოვლი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.