ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

50%-იანი ბარიერი ლეგიტიმაციის დონეს ამაღლებს

პოლიტოლოგ გიორგი ცხადაიას თქმით, მაჟორიტარულ არჩევნებში 30%-იანი ბარიერის დროს, გამარჯვებულ კანდიდატს ნაკლები ლეგიტიმაცია აქვს. ბარიერის 50%-ამდე აწევა კი ამ ლეგიტიმაციის პრობლემას გამოასწორებს.

“ახლანდელი 30 %-იანის საარჩევნო ბარიერი მაჟორიტარულ არჩევნებზე ნიშნავს იმას, რომ პირველ ტურში იმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც 30 %-ზე მეტ ხმას აგროვებს და თან პირველ ადგილზე გადის. ამ სისტემით გამოდის, რომ თუ 31 %-იანმა კანდიდატმა გაიმარჯვა, მაგალითად, მის წინააღმდეგ ხმა მისცა ამომრჩევლების 69 %-მა. ე.ი. ამ გამარჯვებულ კანდიდატს ნაკლები ლეგიტიმაცია აქვს. 50 %-ზე აწევა ბარიერის, ამ ლეგიტიმაციის პრობლემას გამოასწორებს“ – აღნიშნა ცხადაიამ.

მისივე თქმით, 50%-მდე მომატებული ბარიერი ჩვენს საარჩევნო სისტემაში ბევრს ვერაფერს შეცვლის.

„რაც შეეხება იმას, გახდის თუ არა ეს ჩვენს საარჩევნო სისტემას უფრო რეპრეზენტატულს, ამაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრი ვერაფერი შეიცვლება. შერეულიდან მთლიანად პროპორციულ სისტემაზე თუ არ გადავალთ, მაჟორიტარულში სახელისუფლებო პარტიებს ყოველთვის სხვებზე მეტი შანსი ექნებათ გამარჯვების.”- აღნიშნავს გიორგი ცხადაიამ.

იტვირთბა....