მილიონზე მეტი მიგრანტი ევროკავშირში ჩავიდა. ინფორმაციას Euronews ავრელებს.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, მიგრანტების ნაწილი 971 289 ადამიანი ევროკავშირში ზღვით ჩავიდა, ხოლო 34 215 ხმელეთით. ნავი, რომლითაც მიგრანტები გადადიოდნენ ჩაიძირა და 3 600-ზე მეტი მიგრანტი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, თუმცა, მედიის ცნობით მათი დიდი ნაწილი დაღუპულია.
ამ დროისთვის მიგრანტების დიდი ნაწილი იტალიაში, საბერძნეთში, ბულაგარეთსა და ესპანეთში არიან თავმოყრილნი.